19 ნოემბერი 2026,   22:54
ვრცლად
მიმდინარეობს ერთი მცირეწლოვანი ბავშვის საძიებო სამუშაოები - თემურ მღებრიშვილი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის ფონიჭალაში აფეთქების ადგილზე მიმდინარეობს ერთი მცირეწლოვანი ბავშვის საძიებო სამუშაოები.

ამ დროისთვის ნანგრევებიდან ამოსვენებულია ხუთი ცხედარი:

"ამ დროისთვის ნანგრევებიდან ამოსვენებულია ხუთი ცხედარი. გადარჩენილია ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. ამ დროისთვის კი მიმდინარეობს ასევე ერთი მცირეწლოვანი ბავშვის საძიებო სამუშაოები. არის ჩამოშლის საფრთხე, აქედან გამომდინარე მაქსიმალურად უზრუნველყოფილია უსაფრთხოება და დამონტაჟებულია გარკვეული სახის სეისმური დეტექტორები. ვაკვირდებით, საფრთხის უფრო მომატების შემთხვევაში, გარკვეული პერიოდი შევწყვეტთ სამუშაოებს, თუმცა ამ ეტაპზე უწყვეტად მიმდინარეობს სამუშაოები,"- აცხადებს თემურ მღებრიშვილი.

დღის ამბები