19 ნოემბერი 2026,   23:34
ვრცლად
უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს ფონიჭალაში, მინდა მწუხარება გამოვხატო და მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს - მაკა ბოჭორიშვილი

უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს ფონიჭალაში, მინდა მწუხარება გამოვხატო და მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს, - განაცხადა "იმედის" ეთერში ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრი დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

"უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს ფონიჭალაში, მინდა მწუხარება გამოვხატო და მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს. დაშავებულებს მინდა ვუსურვო მალე გამოჯანმრთელება.

აღსანიშნავია ის ძალისხმევა, რომელსაც მაშველები სწევენ იმისათვის, რომ დაეხმარონ ტრაგედიის მსხვერპლებს," - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები