31 ოქტომბერი 2020,   00:41
ვრცლად
გორში ავარიის დროს ორი მოზარდი გოგონა დაშავდა

გორში ავარიის დროს ორი მოზარდი გოგონა დაშავდა. "რუსთავი 2-ის" კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა კომბინატის დასახლებაში, მშვიდობის გამზირზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდები გზის სავალ ნაწილზე გადადიოდნენ, როდესაც მათ მსუბუქი მანქანა დაეჯახა.

დაშავებულები გორის კლინიკურ და სამხედრო ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წუთებში დგინდება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

დღის ამბები