17 მაისი 2024,   09:01
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმარი ზაზა გახელაძე წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მოინახულეს და ოჯახისგან 2 წერილი გადასცეს

წითელი ჯვრის წარმომადგენლებს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. იზოლატორში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის მონახულების საშუალება, როგორც იქნა, მიეცათ. 

გახელაძის ოჯახის ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებმა უკანონოდ დაკავებულს მათ მიერ გაგზავნილი ორი წერილი გადასცეს. ე.წ. ციხიდან საპასუხო გზავნილს გახელაძეების ოჯახი წითელი ჯვრის მეშვეობით დღეს ელოდებიან.

"შევიდა წითელი ჯვარი ზაზასთან, გადასცა ჩვენი ორი წერილი. ველოდებით უკვე პასუხს ზაზასგან. ჯანმრთელობის მხრივ გვითხრეს, რომ ჭრილობა აქვს ისევ ფეხზე, თუმცა თავს კარგად გრძნობს," - ამბობს ზაზა გახელაძის მეუღლე, ირმა ბუთხუზი.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმმა 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. მანამდე ის რუსმა ოკუპანტებმა ფეხში დაიჭრეს.  

დღის ამბები