17 მაისი 2024,   06:09
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განახლებული სტატისტიკა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.

სულ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 773 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ  4 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა სულ  1 325 შეადგენს.

ამ დრომდე კარანტინის რეჟიმში რჩება 5 882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –  390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. 

კორონავირუსს ქვეყანაში 19 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები