ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ უსიმპტომო პაციენტების რაოდენობა საკმაოდ ცოტაა.
"სრულიად უსიმპტომო პაციენტი ბევრი არ არის, კოვიდინფექციას არ აქვს ძალიან მძიმე სიმპტომები. როდესაც საკმაოდ სერიოზული, მძიმე ლაბორატორიული მონაცემები გვაქვს, მაშინაც კარგად გრძნობენ თავს. ზოგს აქვს უმნიშვნელო ყელის ტკივილი, ყნოსვის დაკარგვა და ა.შ ეს უსიმპტომოდ, გამოდის, ასეთებს სხვა დროს ყურადღებასაც არ ვაქცევდით.
სრულიად უსიმპტომო ბევრი არ არის ნამდვილად. იყვნენ ისეთი პაციენტებიც ვისაც შეეძლოთ სახლში ყოფნა და ისე მკურნალობა. სახლში მკურნალობის საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუმცა ამაზე საუბარი მაინც არის,"- განაცხადა მარინა ენდელაძემ.