კახეთში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. კოვიდინეფექცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მცოვრებ შუახნის ქალს დაუდასტურდა.
ის ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომებით გურჯაანის "ჯეო-ჰოსპიტალსის" კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. ჩატარებულმა ბიოლოგიურმა კვლევამ კორონავირუსი დაუდასტურა. ქალს ცოტა ხანში სპეციალურ კლინიკაში გადაიყვანენ.
მედიკოსების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
ეპიდემიოლოგები ინფიცირებული კონტაქტების კვლევას იწყებენ.
რაც შეეხება ახმეტაში მყოფ ექიმს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მასთან კონტაქტში მყოფ 19 პირს ვირუსი არ აღმოაჩნდა.