ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში სწავლა პირველ ოქტომბრამდე გადაიდო. მიზეზი სკოლის საქმეთა მმართველის დაინფიცირება გახდა.
60 წლის ქალს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, მისი კონტაქტები კი თვითიზოლაციაში არიან. სკოლის დირექტორის მოადგილის ნათია ხაზარაძის ინფორმაციით, ინფიცირებულ ქალს თითქმის ყველა თანამშრომელთან ჰქონდა კონტაქტი, ამიტომ 54 თანამშრომელი თვითიზოლაციაშია, მათ ანალიზები აუღეს და პასუხს ელოდებიან.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ "კოვიდ-19" ინფიცირებული ქალის ერთ კონტაქტს აღმოაჩნდა, ის კლინიკაში გადაჰყავთ. ამ დროისთვის უცნობია, არის თუ არა ის 32-ე სკოლის თანამშრომელი.