ცაგერში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ახალი ბლოკპოსტები განთავსდა და მოსახლეობის მასობრივი შემოწმება დაიწყო. მიზეზი ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაა.
მუნიციპალიტეტში 12 ახალი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. დღეს კიდევ რამდენიმე ასეული კვლევის პასუხი გახდება ცნობილი, რაზეც იქნება დამოკიდებული გამკაცრდება თუ არა ზომები კიდევ უფრო მეტად.
"მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2 ლოკაციაზე გარკვეულწილად შეიზღუდოს გადაადგილება. ყველა გამსვლელი და შემომსვლელი PCR ტესტირებაზე იტესტება. დღეის მდგომარეობით 300-მეტი ნიმუშია აღებული. ადგილზე ეპიდემიოლოგები იმყოფებიან,"- აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი კონსტანტიტე გვრიტაძე.
აღსანიშნავია, რომ ცაგერში შესვლა და გასვლა შეზღუდული არ არის და ამ ეტაპზე არც მკაცრი საკარანტინო კონტროლია დაწესებული.