ბათუმში PCR კვლევები გრძელდება. შემოწმება ყოველდღიურად 3000-ზე მეტ ადამიანს უტარდება.
ბოლო 24 საათში COVID ინფექცია კიდევ 27 პაციენტს დაუდასტურდა. გაზრდილი სტატისტიკის გამო, ჯანდაცვის უწყება მოსახლეობას კვლევებში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებს.
"შიდა გადაცემა და დაძაბული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ნამდვილად გვაქვს. ასევე, გვაქვს ისეთი შემთხვევები, რომელთა წყაროს იდენტიფიცირებაც ჯერ ვერ ხერხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო დღეების მდგომარეობა პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, თუ როგორ მოვიქცევით და რამდენად დავიცავთ წესებს," - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე.
ამ ეტაპზე აჭარაში კარანტინში საკმაოდ ბევრი - 2 450 პირი იმყოფება.