მოსკოვის ცსკა-მ ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია დაახლოებით 2 თვის წინ შეიმატა, მისი საპრეზენტაციო ვიდეო კი ახლა წარადგინა.
რუსულმა გრანდმა საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ფრენკ სინატრას ცნობილი კომპოზიციის (That"s Life) ფონზე წარადგინა, ვიდეოს კი თორნიკე შენგელიას გზა დაარქვა. არმიელთა გუნდის ბაზაზე მისულ კალათბურთელს, გასახდელში მის ადგილთან საქართველოს დროშა დახვდა დატანილი და იქვე შვილების სახელებიც ეწერა.
შენგელიამ, რომელიც 2014 წლიდან ესპანეთის ბასკონიაში თამაშობდა და ბოლო სეზონში ლიგა ენდესას ჩემპიონი გახდა, მოსკოვის ცსკა-სთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ახალ კლუბშიც 23 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.