19 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით, მედიკოსი რეანიმაციის ბლოკში მუშაობდა და შეხება უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ პაციენტებთან ჰქონდა.

ამ დროისთვის, 15 მედიკოსი თვითიზოლაციაში იმყოფება. ფაქტს საავადმყოფოში ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ მომხდარზე ოფიციალურ პოზიციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

დღის ამბები