"ენგურჰესის" 22-ვე თანამშრომელი, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, არსებული ინფორმაციით, სოფელ საბერიოს მკვიდრია.
ბოლო 2 დღის განმავლობაში, კორონავირუსი "ენგურჰესის" 26 თანამშრომელს დაუდასტურდა. 4 ადამიანი ოკუპირებული გალიდან გუშინ გადმოიყვანეს და ისინი ამ ეტაპზე რუხის კლინიკაში განაგრძობენ მკურნალობას.
"სულ 717 მოქალაქე გაიტესტა, მათგან კორონავირუსი 28 მოქალაქეს დაუდასტურდა. 28-დან 22 საბერიოს ქვესადგურში მუშაობს. ეს ადამიანები ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან. მათ დღეს 3 საათიდან 4 საათამდე გადმოიყვანენ," - აცხადებს გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია.
"ენგურჰესზე" ტესტირებები ამ დროისთვის კვლავ გრძელდება.