07 სექტემბერი 2026,   08:25
ვრცლად
ქუთაისში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ქუთაისში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან, 19 სკოლის პირველადი კლასტერია, ორი შემთხვევა კი ქალაქში მოწყობილ კარავში გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ინფორმაციით, აღნიშნული ორი პირიც ირიბად 32-ე საჯარო სკოლას უკავშირდება და მეორად კონტაქტს წარმოადგენს. ამ დროისთვის ე.წ სკოლის კლასტერი 50-მდე გაიზარდა. ქუთაისში მდგომარეობა კონტროლირებადია. ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა ინტერვენციული მედიცინის ცენტრში.

დღის ამბები