07 სექტემბერი 2026,   19:49
ვრცლად
აჭარაში COVID-19-ის 22 დადასტურებული შემთხვევის წყარო უცნობია, 20-ზე მეტი შემთხვევა კი ე.წ. ქორწილების კლასტერს უკავშირდება

158 ახალი ინფიცირებულიდან ნახევარზე მეტი 87 შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა. კორონავირუსის 80 ფაქტი სწორედ ბათუმში დაფიქსირდა. ინფიცირებულია აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წევრიც. ვირუსის გავრცელების რამდენიმე წყაროა უცნობია. 20-ზე მეტი ფაქტი კი ქორწილის ე.წ. კლასტერს უკავშირდება.

"20-ზე მეტი შემთხვევაა საქორწინო დარბაზებში ყოფნის ფაქტს უკავშირდება, დაახლოებით 22 გახლავთ უცნობი შემთხვევა, ანუ პირველი წყარო არ ჩანს ჯერჯერობით, 7 არის სამედიცინო დაწესებულებებთან დაკავშირებული შემთხვევა, 3 ხოფას სავაჭრო ცენტრთან დაკავშირებული, მათ შორის არის თანამშრომელიც და ოჯახის წევრიც, ასევე მცირე საწარმოები სადაც არაა 2-3 პირზე  მეტი დასაქმებული, 1 დადასტურებული შემთხვევა გახლავთ მთავრობის ადმინისტრაციაში, ყველა კონტაქტირებული პირი გადაყვანილია იზოლაციაში,"- აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი რუსუდან შავიშვილი.

დღის ამბები