"ღირსეული პარტნიორი 2020" ფარგლებში ქართულ-ამერიკული სამხედრო სამედიცინო ქვედანაყოფების ერთობლივი სწავლება გაიმართა. ქართული არმიის და ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სამედიცინო ქვედანაყოფებმა სწავლება ორ ფაზად ჩაატარეს. სწავლებაში ჩართული იყო ამერიკული ავიაციაც.
სცენარის მიხედვით, საინჟინრო კონვოის გადაადგილების დროს აფეთქება მოხდა, რომლის დროსაც 2 სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. ქართულ-ამერიკულმა სამედიცინო საევაკუაციო ჯგუფებმა დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და ამერიკული საევაკუაციო ვერტმფრენით "შავი ქორით" მე-11 პოლიგონზე ჰოსპიტალში გადაიყვანეს.