მოძალადეზე ელექტრონული ზედამხედველობის სისტემა უკვე მოქმედებს. 1 სექტემბრიდან, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, სისტემა სამართალდამცავმა უწყებამ პირველად გამოიყენა. ცოლზე ძალადობაში ბრალდებულ 35 წლის მამაკაცს, შემაკავებელ ორდერთან ერთად, ელექტრონული ზედამხედველობა დაუწესეს. თუ პირი მსხვერპლს მიუახლოვდება ან სხვა წესებს დაარღვევს სიგნალი რეაგირებისთვის 112-ში შევა.
როგორც"კურიერთან" სახალხო დამცველის მოადგილე აცხადებს, მათი პრაქტიკიდან გამომდინარე ქალთა მკვლელობების და მკვლელობების მცდელობების შემთხვევებში მაღალია რიცხვი, როდესაც ქალს მიმართული ჰქონდა სამართალდამცველებისთვის, თუმცა ძალადობის პრევენცია ვერ ხერხდებოდა. ეკა სხილაძის თქმით ელექტრონული ზედამხედველობა ძალადობის ფაქტებს შეამცირებს.
2020 წლის პირველ შვიდ თვეში, ოჯახში ძალადობაზე 6262 შემაკავებელი ორდერი გამოიცა.