ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 235 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან 3 ათეულს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამ ეტაპისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 60-მდე ადამიანი იმყოფება კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით, მათგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 640-ია, აქედან 170 განიკურნა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.