
კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევიდან 16 იმერეთში გამოვლინდა. გუშინ იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიაში 1082 ნიმუში დიატესტა.
სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის განცხადებით, 16-დან 15 შემთხვევა ქუთაისის არსებული ე.წ. სკოლის კლასტერის კონტაქტებია, მხოლოდ ერთი არის საკვლევი.
რაც შეეხება კარავს, იქ შემოწმებულ არცერთ ანალიზზე კორონავირუსი არ გამოვლენილა.