05 სექტემბერი 2026,   23:21
ვრცლად
აჭარაში არსებული ეპიდვითარების გამო, კლინიკების ნაწილი კოვიდცენტრებად გადაკეთდება

აჭარა ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების ყველაზე ცხელ წერტილად რჩება. ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, რის გამოც საჭირო გახდა საწოლფონდის გაორმაგება.

გამოიყოფა კიდევ 300 საწოლი, რითიც ადგილების რაოდენობა კოვიდ მიმღებ ცენტრებში სულ 600 გახდება.

ადგილზეა ჩასული სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელიც ვითარებას მონიტორინგს უწევს. ზაალ კაპანაძე ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად სამედიცინო სექტორს ხვდება. 

"საუბარი იყო იმ საწოლფონდზე, რომელიც გვაქვს რეალურად, მოსალოდნელ კრიზისზე და იმ პროგნოზულ რაოდენობაზე, რომელიც, შესაძლოა, საჭირო გახდეს მომდევნო ეპიდდაძაბულობის დროს. კლიკებისგან მოვისმინეთ მათი მზაობა და აზრი. მოხდა გარკვეული შეთანხმება, საწოლების დამატების, დამატებით კლინიკების კოვიდცენტრებად გადაკეთების და ჩართულობის შესახებ,"-აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე. 

"ჰოსპიტალურ სექტორთან მოხდა გასაუბრება, მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა, 3000-მდე საწოლ ფონდის მობილიზება, შესაბამისად ეს საკითხი გავიარეთ და მათ სრული სრული მზაობა გამოთქვეს,"-აღნიშნა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსმა ზაალ კაპანაძემ. 

დღეს გამოვლენილი 152 შემთხვევიდან 88 აჭარაში დაფიქსირდა.

დღის ამბები