საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ქვეყანაში საერთო ჯამში ინფიცირებულების რაოდენობა 2392 შეადგენს. ოფიციალური მონაცემები რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ერთით შეიცვალა და ამ ეტაპზე მათი რიცხვი 1370-ია.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 5882 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 836.
კორონავირუსით ქვეყანაში სულ 19 ადამიანი გარდაიცვალა.