ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თავისუფალ უნივერსიტეტში დაინფიცირებული პირის ყველა კონტაქტი მოძიებულია და გადაყვანილია თვითიზოლაციაში.
"თბილისში თავისუფალ უნივერსიტეტში და კახეთში სკოლაში გამოვლინდა დაინფიცირების შემთხვევები. უნივერსიტეტში მოძიებულია კონტაქტები და ყველა იზოლაციაშია. კახეთის სკოლაში კი ბავშვები არ არიან ინფიცირებულები და პედაგოგები იყვნენ ინფიცირებულები, ამ ეტაპზე სიტუაცია მართვადია. იმედია, რომ გარკვეულწილად რისკჯგუფების ლოკალიზება მალე მოხდება,"- განაცხადა მარინა ეზუგაბიამ.