07 მაისი 2024,   07:20
ვრცლად
აჭარაში პოლიციის 3 თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

აჭარაში პოლიციის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის 2, ხოლო საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

თანამშრომლების ტესტების პასუხები 12-13 სექტემბერს გახდა ცნობილი.
ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები.

სამივე პოლიციელის მკურნალობა მიმდინარეობს კლინიკაში, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

დღის ამბები