გორი-კასპის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი "ნაციონალური" მოძრაობიდან დღეს ხურვალეთში ჩავიდა და საქართველოში მცოცავი ოკუპაციის მორიგი ფაქტი გააპროტესტა. ბადრი ბასიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, ადგილზე ჩავიდნენ და მოსახლეობას შეხვდნენ.
ხელისუფლების ჩასვლას, მხარდაჭერას და კონკრეტულ განმარტებას ითხოვენ ადგილობრივებიც.
"რუსმა ოკუპანტებმა კვლავ განაახლეს ქართული მიწების მიტაცება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ სოფელ ხურვალეთში ხელისუფლების წარმომადგენელები არ ამოსულან, არ გაუპროტესტებიათ ის მცოცავი ოკუპაცია, რომელიც ყოველდღიურად ხორციელდება. ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს უნდა იყვნენ ხურვალეთში. ჩვენ ერთად უნდა ვაპროტესტებდეთ იმას, რასაც რუსი ოკუპანტი ყოველდღიურად აკეთებს," - განაცხადა ბადრი ბასიშვილმა.