19 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
165 ახალი კოვიდინფიცირებული და 3 მუნიციპალიტეტში დაწესებული მკაცრი ზომები - ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება

165 ახალი კოვიდ ინფიცირებული - აქედან 108 ახალი შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა, სადაც მარტო დღეს 7 ორსული გადაიყვანეს კლინიკაში. ახალი ფაქტებიდან 17 თბილისის კლასტერია და დანარჩენი კი, საქართველოს კიდევ 7 რეგიონი. 14 სექტემბრის მონაცემებით, დედაქალაქის გარდა გაწითლებულია: სამგრელო-ზემო სვანეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, კახეთი, გურია, იმერეთი და მცხეთა. ნაწილში დღეს ახალი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.

რაც შეეხება სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ს", ორჯერ ჩატარებული PCR ტესტის მიხედვით, ტელეკომპანიაში COVID-19 არავის დაუდასტურდა. ახლო კონტაქტები, ყოველ 48 საათში, 21 სექტემბრამდე განმეორებით ტესტებს ჩაიტარებენ.

ვირუსის გავრცელების არეალის და რისკების გათვალისწინებით მკაცრი ზომები 3 მუნიციპალიტეტში დაწესდა. საკონტროლო პუნქტები მოეწყო ახმეტაში - სოფელ მატანში, ჩოხატაურის ორ სოფელში და გორში - ქიწნისთან. 

დღის ამბები