როდის გაიხსნება საბავშვო ბაღები ამ დრომდე უცნობია. უწყებათაშორის საბჭოს ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
დღეიდან თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში საკვები პროდუქტების დარიგება იწყება. ყველა რეგისტრირებული აღსაზრდელის ოჯახს საშუალება ექნება, სურვილის შემთხვევაში, არა მალფუჭებადი საკვები პროდუქტების პაკეტი მიიღოს.
პროექტი, პანდემიის მიზეზით სააღმზრდელო პროცესის 2 კვირით გადადებას უკავშირდება. ანალოგიური ღონისძიება მარტიდან ივნისის ჩათვლით 7 ეტაპად განხორციელდა.
საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოში აცხადებენ, რომ პროდუქტების გაცემისას "კოვიდ-19"-ის პრევენციის მიზნით დადგენილი რეგულაციები და უსაფრთხოების ნორმები დაცულია.