ჟურნალისტი ბრაიან მაკნიკოლი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ გამოცემა The American Spectator სტატიას აქვეყნებს.
სტატიის ავტორი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის თქმით, თუკი საქართველოში პრორუსულ მთავრობას არ "დაამხობს", ქვეყანა აღარ იარსებებს. მისივე თქმით, პრორუსული მთავრობის სადავეებიდან ჩამოშორება, უკრაინის სურვილიც არის.
ჟურნალისტი წერს, რომ საქართველოში ეკონომიკის მხრივ ვითარება საკმაოდ გაუმჯობესებულია.
"მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თუ საქართველო 100 დღეში პრორუსულ მთავრობას არ დაამხობს, ქვეყანა აღარ იარსებებს. ის ამბობს, რომ "საქართველოში პრორუსული მთვარობის“ მოშორება უკრაინის ინტერესებშია და რომ მსოფლიოს „წარმოუდგენლად დიდი შანსი და პასუხისმგებლობა გაუჩნდა“ იმისა, რომ სწორედ ახლა იმოქმედოს და სიტუაციას გამოიყენოს.
„შეუქცევადი“ იქნება მდგომარეობა თუ 100 დღე მოქმედების გარეშე ჩაივლის, აცხადებს სააკაშვილი, რომელიც საქართველოს 2004-2013 წლებში პრეზიდენტობდა. „ქვეყანა ამ უფსკრულიდან უნდა ამოვიყვანოთ“ აცხადებს ის.
ამასთან, ავტორი წერს, რომ ქვეყანა უფსკრულში სულაც არ არის. ის ეკონომიკურად რუსეთიდან გადახრილია, ხოლო სოციალურად და სტრატეგიულად მისი ეკონომიკა 2019 წელს გამაოგნებლად გაიზარდა 5.2 პროცენტით.
"ქვეყანამ სიღარიბის მაჩვენებელი გაანახევრა ბოლო ათწლეულში. სულადობრივი შემოსავალი ჯანსაღი ტემპით გაიზარდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ქვეყანას შემცირებული კორუფციის დონე და რეგულირების მაჩვენებელი გააჩნია, გამარტივებულ საგადასახადო სისტემასთან ერთად. სასამართლო სისტემაში რეალობაზე რეაგირების დონის გასაზრდელად გარკვეული საქმეა ჩასატარებელი, თუმცა მისი განჩინებები სამართლიანად მიიჩნევა და ბიზნესის ზრდის მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა.
The Heritage Foundation ინდექსით, საქართველო მე-12 ადგილს იკავებს მსოფლიოში ეკონომიკის თავისუფლების ნიშნით. მსოფლიო ბანკი მას „ვარსკვლავურ რეფორმატორად“ მოიხსენიებს. ქვეყანამ ქება დაიმსახურა შეერთებული შტატებისგან NATO-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობის გამო. ალიანსი საქართველოს ერთერთ ყველაზე მჭიდრო პარტნიორად მიიჩნევს, იმდენად მჭიდროდ, რომ თავდაცვის სამინისტროს კიბერ უსაფრთხოების ბიუროს ნება დართო NATO-ს მიერ მხარდაჭერილი კიბერ უსაფრთხოების პლატფორმის (MISP) სრულუფლებიანი წევრი გამხდარიყო.
ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასავლეთზე მოახდინოს სწორება და არა რუსეთზე. სააკაშვილმა ეს იცის. ამიტომ, ჩნდება კითხვა: ნეტავ რა აქვს ამჯერად ჩაფიქრებული?
საქართვეოს რეფორმირება სააკაშვილს არ ძალუძს, რადგან თავად კორუფციაშია ბრალდებული პრეზიდენტობის პერიოდიდან. უკრაინაში ბინადრობს და ოდესის ოლქის გუბერნატორადაც მსახურობდა წინა პრეზიდენტის - პეტრო პოროშენკოს პერიოდში. შემდეგ მისდამი მადლიერება სამსახურიდან წასვლით და ოპოზიციური პარტიის შექმნით გამოხატა, რომელიც პოროშენკოსვე დაუპირისპირდა და ამის შემდეგ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერჩვა.
ახლანდელმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეობა აღუდგინა სააკაშვილს და მთავრობაში სამსახურიც დააწყებინა. ახლა ის ზელენსკის უქმნის პრობლემებს, ხოლო უკრაინასა და საქართველოში ოფიციოზი ღიზიანდება.
ზელენსკი მკაფიოდ და გამუდმებით აცხადებს, რომ სააკაშვილი მისი სახელით არ საუბრობს. საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „როდესაც ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის, ასოცირებული წევრების ადგილისა და მომავლის გადახედვას ახორციელებს და როდესაც პარტნიორებთან ურთიერთობების საერთო მომავალი განისაზღვრება, ამ პარტნიორობის შესუსტების ნებისმიერი მცდელობა ჩვენს ორ ქვეყანას მხოლოდ დაასუსტებს და საოცრად კრიტიკულ დროს შეამცირებს საქართველოსა და უკრაინის გავლენას ამ ძალიან გადამწყვეტ დებატებში“.
შარში გახვევისას სააკაშვილის პარტნიორად გვევლინება ამერიკის პოლიტიკურ ეშელონებში მნიშვნელოვანი კავშირების მქონე ორგანიზაცია, რომელიც თავად არის ცნობილი შარებში გახვევისა და გახლეჩა-დაშორიშორებისთვის - ჯონ მაკკეინი.
აწ უკვე გარდაცვლილი რესპუბლიკელი სენატორი არიზონას შტატიდან - ჯონ მაკკეინი - თავისივე ქვეყანაში უთხრიდა ძირს დემოკრატიულ პროცესს რუსებთან და სხვებთან ერთად პრეზიდენტი ტრამპის წინააღმდეგ ტალახის აგორებით.
რადგან მაკკეინი აღარ არის ცოცხალი, ახლა უკვე მისი ყოფილი მრჩეველი საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რენდი შენემანი გამოჩნდა და მოირგო მისი ყოფილი უფროსის როლი. ის არის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის თავმჯდომარის მოადგილე და საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეგისტრირებული წარმომადგენელი, რომელიც ზურაბიშვილის მთავრობას ოპონირებს.
შეერთებულ შტატებში სააკაშვილის კაცია რენდი და, მისი ყოფილი უფროსის მსგავსად, მისი ლიოალობა - რბილად რომ ვთქვათ - წინააღმდეგობებით ხასიათდება.
შენემანი სენატის დატოვებამდეც მუშაობდა საქართველოზე და ჯორჯ სოროსის რეგისტრირებული ლობისტია. სოროსის ღია საზოგადოების ფონდიდან სხვა იურისტებთან და ოფიციალურ პირებთან ერთად იღებდა მონაწილეობას სედონას ფორუმში, რომელიც ყოველწლიურად ქ. სედონაში იმართება აკადემიური წრეებისთვის მაკკეინის ინსტიტუტის სპონსორობით.
ამის გარდა, ის არის საქართველოს მოქმედი ლობისტი, არადა ამავდროულად, კვლავ მაკკეინის აპარატის წევრია. მან სენატორი დაითანხმა საქართველოსა და სხვა კლიენტი ქვეყნების (ლატვიის, მაკედონიის, რუმინეთისა და ტაივანის) სასარგებლოდ ოთხი ბრძანების ინიცირება მოეხდინა.
ახლახან, შენემანმა საზოგადოებრივი აზრი ააზვირთა, ვითომდა, ქართველები კვლავ არ ენდობიან მთავრობას და რომ პესიმიზმი კვლავ ისადგურებს ქვეყნის მოქალაქეთა გულებს. საქართველოს ხელისუფლების მოწინააღმდეგე პარტიასთან გაფორმებული კონტრაქტით მას მილიონის მეოთხედს უხდიან და ამიტომ ცდილობს დამალოს ქვეყანაში მიღწეული წინსვლა.
სააკაშვილი რომ განაგრძობს პრობლემების შექმნას, არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი. ის ქარიზმატული და ენიგმატური ფიგურაა, თუმცა თავისივე მოქალაქეებს ვერ ეწყობა ვერც უკრაინაში და ვერც საქართველოში. მისი ფეთქებადი და იმპულსური აზროვნების გამო კონდოლიზა რაისს იმის თქმაც მოუწია მისთვის, რომ ალიანსი საქართველოს ვერ დაუჭერდა მხარს რუსეთთან შერკინებაში." - წერს ჟურნალისტი.