17 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
ანა დოლიძემ განათლების სამინისტროსთან სტუდენტებთან ერთად აქცია-პერფორმანსი გამართა
მოვითხოვთ სამართლიანობას განათლების სისტემაში-ამ ლოზუგით გამართა აქცია-პერფორმანსი მოძრაობა "ხალხისთვის" თავმჯდომარემ  ანა დოლოძემ და სტუდენტებმა.
მათ კორონავირუსის პირობებში განათლების სამინისტროს მუშაობის ხარისხი გააპროტესტეს.
 
აქციის მონაწილეებმა სამინისტროში ძველი კომპიუტერი მიიტანეს ნიშნად იმისა, თუ რა მოძველებულია განათლების სისტემა.
 
დოლიძის განცხადებით, "კოვიდ-19-ის" პირობებში განათლების სამინისტროსა და ხელისუფლების უთავბოლო ქმედებებმა განათლების სფერო გააკოტრა.
 
"სამინინსტრომ 5 თვით მაინც დააგვიანა წესიერად დაერეგულირებინა განათლების სფერო, ისე რომ არ გაეკოტრებინა მთელი სექტორი, კერძო ბაღები და კერძო სკოლები. 
 
კომპიუტერი, რომელიც 15 წლით ჩამორჩება თანამედროვე ტექნოლოგიებს, მოვიტანეთ იმის ნიშნად, რომ ასე ჩამორჩება განათლების სამინისტრო და ჩვენი მთავრობა იმ საჭიროებებს, რომელიც აქვს და ჰქონდა განათლების სფეროს,"-აცხადებს  მოძრაობა ”ხალხისთვის” თავმჯდომარე ანა დოლიძე. 
დღის ამბები