19 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
მკვლელობა ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან - გარდაცვლილია ორი ადამიანი

მკვლელობა ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან - გარდაცვლილია ორი ადამიანი. ერთ-ერთი ვერსიით, მძიმე დანაშაულს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მოკლულია ერთი საქართველოს და ერთიც - რუსეთის მოქალაქე.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე მამა-შვილს შელაპარაკება მოუვიდათ საქართველოს მოქალაქესთან, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იყო.

არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა დაჭრა რუსეთის მოქალაქე, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მისმა შვილმა კი სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა საქართველოს მოქალაქეს.

მკვლელობის ბრალდებით 1980 წელს დაბადებული პირი ყაზბეგში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა რომ 14 სექტემბერს, სასაზღვრო გამშვები პუნქტი "დარიალის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დაკავებულის მამას საქართველოსა და რუსეთის ორმაგმა მოქალაქემ მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

ამის შემდეგ, გარდაცვლილის შვილმა, შურისძიების მოტივით, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები