19 აპრილი 2024,   02:50
ვრცლად
კორონავირუსამდელ ცხოვრებას ადამიანები შესაძლოა 2022 წლამდე ვერ დაუბრუნდნენ - ჯანმო

მსოფლიოში კორონავირუსის მაჩვენებელი 30 მილიონს უახლოვდება. 200 ათასს გადააჭარბა დაღუპულთა რაოდენობამ შეერთებულ შტატებში. მონაცემები მატულობს ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, საბერძნეთმა შეზღუდვები გაამკაცრა ათენში, სადაც პირბადის ტარება დახურულ სივრცეებში სავალდებულო გახდა. ვირუსის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი გამოვლინდა ნიდერლანდებში. შვედეთში კი მარტის შემდეგ კორონავირუსი ყველაზე ცოტა, 108 ადამიანს დაუდასტურდა.

რთული ეპიდსიტუაციაა საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოებში, გასულ დღე-ღამეში ვირუსს რუსეთში 150, თურქეთში 67, აზერბაიჯანში 2, სომხეთში კი ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისშია და კორონავირუსამდელ ცხოვრებას ადამიანები შესაძლოა 2022 წლამდე ვერ დაუბრუნდნენ. ორგანიზაციაში სასწავლო პროცესის სკოლებში გაგრძელების აუცილებლობაზეც საუბრობენ. ჯანმოს დირექტორის რეკომენდაციით, სკოლები უკიდურეს შემთხვევაში უნდა დაიხუროს. იუნისეფის მონაცემებით, პანდემიის გამო მსოფლიოში 800 მილიონზე მეტი ბავშვი სკოლაში ვერ მიდის.

დღის ამბები