23 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
დაბა მესტიაში სასტუმროს მეპატრონეებმა გზა გადაკეტეს - აქციის მონაწილეები სესხების შეჩერებას მოითხოვენ

დაბა მესტიაში სასტუმროს მეპატრონეები და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აქციას მართავს. მათ გზა აქვთ გადაკეტილი და სესხების შეჩერებას მოითხოვენ იქამდე სანამ სრულფასოვნად მუშაობის საშუალება არ მიეცემათ.

აქცია დაბა მესტიაში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. შეკრებილები ამბობენ, რომ ტურიზმის სფერო მათი ერთადერთი შემოსავალია და საბანკო ვალდებულებების შესრულებას პანდემიის გამო შექმნილი კრიზისის გამო ვერ ახერხებენ.

აქციას მესტიის მერი გამოეხმაურა. კახა ჟორჟოლიანის თქმით, ადგილობრივების პრობლემების შესახებ ინფორმირებულები არიან როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალური მთავრობაც. როგორც ჟურნალისტებს ჟორჟოლიანმა უთხრა, აქციის მონაწილეებს მათ რამდენიმე ადამიანის პრემიერის ადმინისტრაციაში შეხვედრა შესთავაზეს, თუმცა, ჯერჯერობით, მათგან პასუხი არ მიუღიათ.

დღის ამბები