16 აპრილი 2024,   09:57
ვრცლად
ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი დე ფაქტო პროკურატურის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს

თამარ მეარაყიშვილი დახმარებას ითხოვს. ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი დე ფაქტო პროკურატურის ზეწოლაზე საუბრობს და ამბობს, რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებს.

მუქარას მეარაყიშვილი ოკუპირებულ ცხინვალში, ე.წ. მილიციის მიერ მოკლული ინალ ჯაბიევის სკანდალს უკავშირებს.

"ვინმე ვიოლეტა ცხოვრებავამ დაწერა, რომ შეიძლება ქართველებმა მოგკლან, რომ ოსებს დაბრალდეთ. ეს არის შეფარული მუქარა. მე სადაც ვცხოვრობ, აქ ქართული მხარე კონტროლს ვერ ამყარებს. მე სრულიად გამოვრიცხავ, რომ საქართველოს რომელიმე უწყებას, ან მოქალაქეს უნდოდეს ჩემი სიკვდილი. გადავამოწმე აღნიშნული ქალბატონი, არავინ არ იცის, ვინ არის, თუმცა შენიშნულია ძალიან აქტიურ კომენტატორად ბიბილოვის გვერდის," - განაცხადა თამარ მეარაყიშვილმა. 

დღის ამბები