მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის თქმით, გაძლიერებულია თერმოსკრინინგი, განსაკუთრებით ბათუმში.
დღეს უწყებათაშორის საბჭოზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ თერმოსკრინინგი განხორციელდება ინტენსიურად კომერციულ დაწესებულებებში.
მეზვრიშვილის თქმით, ის ადამიანები, რომლებსაც თერმოსკრინინგის შედეგად დაუფიქსირდებათ ტემპერატურა, დაექვემდებარებიან ტესტირებას.
"ასევე თერმოსკრინინგი იქნება ინტენსიური ბათუმში შემსვლელებსა და გამსვლელებზე. მოეწყობა სპეციალური პუნქტები, რაზეც ოპერაციული შტაბი შესაბამის უწყებებთან ერთად იმუშავებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც თერმოსკრინინგის შედეგად დაუფიქსირდებათ ტემპერატურა, ასეთი ადამიანები ექვემდებარებიან ტესტირებას," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.