19 ნოემბერი 2024,   03:29
ვრცლად
შაქარაშვილის საქმის მთავარი ფიგურანტები ჩვენებებს ერთმანეთის წინააღმდეგ აძლევენ

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულები ჩვენებებს ერთმანეთის წინაარმდეგ აძლევენ.

"კურიერმა" დღეს 6 არასრულწლოვანის საქმეზე გამართული დახურული სასამართლო პროცესიდან ყველა ის დეტალი გაარკვია, რომელზე ბრალდებულმა გიგა ტატიაშვილმა ისაუბრა.

მისი ჩვენება წინაარმდეგობაშია ნიკა ჟვანიას ვერსიასთან. ჟვანია არის ის პირი, რომელიც ამტკიცებდა, რომ რკინის ხელკეტი სწორედ გიგა ტატიაშვილის მერსედესის მარკის ავტომობილიდანაა ამოღებული.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ ტატიაშვილს სასამართლოზე არ უთქვამს, რომ ჟვანიამ რკინის ხელკეტით ვინმე სცემა.

"თქვენ რასაც ამბობთ, რომ ხელში ეჭირა რკინის ხელკეტი ამას არ უარვყოფთ, თუმცა ამ რკინით ვინმე სცემაო, ჟვანია ნამდვილად არ უთქვამს. იდენტიფიკაცია პირის არ მოუხდენია. ვკითხეთ ხომ არ იყო მცხეთაში ჩასვლის მიზეზი ვინმეს ცემა, ან შურისძიება, თუმცა ამაზე პასუხი იყო ის, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია,"- განაცხადა ადვოკატმა.

დღის ამბები