გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის ანტირეკორდი კიდევ ერთხელ დაფიქსირდა. კოვიდინფექცია 179 ადამიანს დაუდასტურდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის გავრცელების ბოლო სტატისტიკა ასეთია: ლაბორატორიულად დადასტურებულია 2937 შემთხვევა, აქედან 1422 გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში რჩება 6633 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 836 პირი.