06 სექტემბერი 2026,   02:59
ვრცლად
კახეთში კორონავირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა - რეგიონში ტესტირება 1,248 ადამიანს ჩაუტარდა

კახეთში კორონავირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა.

რეგიონიდან ლაბორატორიულ ცენტრში გაგზავნილი 1,248 ტესტიდან covid-19 ერთ პირს დაუდასტურდა. 
ინფიცირებული მამაკაცი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანიდანაა. წყარო აჭარაში მოგზაურობას უკავშირდება.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივის ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში ამ ეტაპზე ლაბორატორიულად დადასტურებული 29 შემთხვევაა, აქედან 13 მატანშია,7 ველისციხეში,7 ლაგოდეხში და 2 სიღნაღში.

დღის ამბები