32 წლის მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი კლინიკიდან გაწერეს. დაჭრილი კავკასიის მედიცინის ცენტრში გუშინ შეიყვანეს, სადაც მას ფეხის არეში მცირე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
რამაზ ხარაზიშვილი გუშინ რაგბის კავშირში მომხდარი დაპირისპირების დროს დაიჭრა, მას ტყვია ფეხში მოხვდა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
მომხდარზე დაკავებულია რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია, მას ბრალი ოფიციალურად დღეს უნდა წაუყენონ.