19 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
ინფიცირებული ორსულები, სტუდენტები და სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები - ქვეყანაში COVID 19-ის სტატისტიკა იზრდება

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში უკვე 30 მილიონს გადასცდა, აქედან საქართველოს წილი 2 934-ია. შედეგად, ქვეყანა საერთაშორისო მაჩვენებლებით 140-ე ადგილზეა და ინარჩუნებს პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის, დაღუპულთა დაბალი სტატისტიკით კი უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ აჭარის რეგიონს უკავშირდება. მარტო ბათუმის სამშობიარო სახლში 13 ორსული კოვიდინფიცირებულია.

აჭარის გარდა ლოკალური წითელი ზონებია: თბილისში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში, გურიასა და კახეთში.

ვირუსმა სტუდენტურ საცხოვრებელშიც შეაღწია - ინფიცირების ფაქტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაგების საერთო საცხოვრებელში დადასტურდა.

კორონავირუსით დაინფიცირდა სახელმწიფო უწყებების რამდენიმე წარმომადგენელი - მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი, ხელვაჩაურის მერის მოადგილე და ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი.

მომატებული სამნიშნა სტატისტიკის მიუხედავად, რეგიონების ჩაკეტვა არ იგეგმება.

დღის ამბები