25 აპრილი 2024,   06:24
ვრცლად
მორაგბის დაჭრისთვის დაკავებულ რაგბის კავშირის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ

მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ რაგბის კავშირის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, მერაბ ბესელიას ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ, რის შემდეგაც უკვე სასამართლო აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს.

გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

რაგბის კავშირის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი სამართალდამცავებმა გუშინ, მცხეთაში დააკავეს. მერაბ ბესელია, ამ დროისთვის, ზაჰესის იზოლატორში იმყოფება.

დღის ამბები