19 ნოემბერი 2024,   07:32
ვრცლად
ახალი შემთხვევებიდან 129 აჭარაში, 34 კი თბილისში დაფიქსირდა - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით კორონავირუსის 182 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 129 აჭარაში დაფიქსირდა. მისი განცხადებით, აჭარაში შემთხვევები ასე გადანაწილდა - ბათუმი 114, ქობულეთი - 11, ქედა - 3, შუახევი-1.

მისივე თქმით, თბილისში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 
რეგიონებში ახალი დადასტურებული შემთხვევების რიცხვი ასე გადანაწილდა: იმერეთი - 11; ქვემო ქართლი (რუსთავი) - 4; გურია -3; კახეთი - 1.

დღის ამბები