08 მაისი 2024,   17:21
ვრცლად
COVID ინფიცირებულ ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა

კლინიკა "ბომონდის" მედიკოსებმა, კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულს, საკეისრო კვეთა ჩაუტარეს. 

38 კვირის COVID დადებითი ორსული, კლინიკაში ბათუმის მრავალპროფილიანი სამშობიარო სახლიდან შეიყვანეს.

კლინიკაში შეყვანის მომენტში ორსულს მწვავე პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ორსულს დახმარება კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, მეან-გინეკოლოგმა მამუკა მიქაძემ და გინეკოლოგმა თეონა ლორთქიფანიძემ გაუწიეს. 

"დედის მდგომარეობიდან გამომდინარე, დაიგეგმა საკეისრო კვეთა, რომელიც წარმატებით დასრულდა. ახალშობილს და დედას ჩაუტარდათ ყველა საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, რაც შეეხება დედას, მას უგრძელდება მკურნალობის კურსი," -ამბობს კლინიკა "ბომონდის" მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.

კლინიკა "ბომონდის" სტაციონარში, ამ დროისათვის COVID დადებითი 60 პაციენტი გადის მკურნალობას.

დღის ამბები