სოფელ ხოვლეში ახალი 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდა. 150 მოსწავლეზე გათვლილი სასწავლო დაწესებულება განათლების მინისტრმა დაათვალიერა. პროექტის ღირებულება 3 მილიონ 530,000 ლარია.
"მინდა აღვნიშნო, რომ გამოწვევების მიუხედავად, მთელი ქვეყნის მასშტაბით 50 ახალი სკოლა აშენდა, 800-მდე სკოლაში კი ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო,"- აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.