25 აპრილი 2024,   08:37
ვრცლად
მძიმე კადრები სადაც თამარ ბაჩალიაშვილი თვითმკვლელობაზე საუბრობს - რას ჰყვება 23 წლის პროგრამისტი ემოციურ ვიდეოდღიურებში

კადრები სადაც თამარ ბაჩალიაშვილი ტყეში თვითმკვლელობაზე საუბრობს - 23 წლის ახალგაზრდა პროგრამისტის ემოციური ვიდეოჩანაწერები პროკურატურამ დახურულ ფორმატში მხოლოდ მედიას, გარდაცვლილის ოჯახსა და ოჯახის ადვოკატს გააცნო.

"იუთუბის" გვერდსა და მობილურ ტელეფონში აღმოჩენილ მასალაში თამარ ბაჩალიაშვილი ხშირად ახსენებს, რომ სურს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს. ამ ემოციური ვიდეოების გასაჯაროვებისგან პროკურატურა თავს იკავებს, თუმცა დახურულ შეხვედრაზე ჩანაწერები დღეს ჟურნალისტებს მოასმენინეს. თამარ ბაჩალიაშვილი უბრაზდება თავის თავს, რომ ვერ შედგა ვერც პროფესიულად, არ გაუმართლა არც სასიყვარულო ურთიერთობებში და არ აქვს კარგი შედეგი განათლებაშიც. სხვადასხვა დროს ვიდეოები გადაღებულია საქართველოსა და ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. იმ დროს, როცა ბაჩალიაშვილი სასწავლებლად საფრანგეთში იმყოფებოდა.

თითქმის ორკვირიანი დუმილის შემდეგ, სატელიტიდან გადაღებული დამონტაჟებული ფოტოს წყარო მიხეილ რამიშვილმა მხოლოდ მას შემდეგ დაასახელა, რაც პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნით დაამტკიცა, რომ ეს გამოსახულება ყალბია.

ჩატარდა ჩხრეკა იმ პირის სახლსა და ოფისში, ვინც ბაჩაილიაშვილის ოჯახის ადვოკატს სატელიტით გადაღებული გაყალბებული ფოტოები გადასცა. დღეს კი გაირკვა, რომ პირი, რომელსაც ადვოკატი წყაროდ ასახელებს დავით ფურცხვანიძეა. დავით ფურცხვანიძემ პასუხისმგებლობა თავადაც მოიხსნა და თქვა, რომ ფოტომტკიცებულება წყარომ საზღვარგარეთიდან მიაწოდა. გამოძიება ამტკიცებს, რომ ფოტომასალაზე მონტაჟის კვალი მარტივად შესამჩნევია. ბუნდოვანია სურათის ის ნაწილიც, რომელიც ვითომ რეალურ თარიღს ასახავს. 

დღის ამბები