19 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
როცა არის რისკი ორი ინფექციის თანხვედრის, ჩემი რეკომენდაციაა წელს გრიპის ვაქცინაცია სავალდებულო იყოს - თენგიზ ცერცვაძე

COVID-19-სა და გრიპის ტალღის თანხვედრის შემთხვევაში რას მოიმოქმედებენ ინფექციონისტები და რას უნდა ველოდოთ - ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე "ღამის კურიერში" განმარტავს, რომ COVID-19-ისთვის შემუშავებული რეგულაციები და პრევენციული ღონისძიებები გრიპის სიმძიმეს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, წინა წლებში თუ მოსახლეობა გრიპის ვაქცინაციას არ იტარებდა, წელს ის ირწმუნება, რომ წელს, სწორედ კორონავირუსისა და გრიპის თანხვედრა გრიპის ვაქცინაციის მსურველების რაოდენობას საკმაოდ გაზრდის.

"მე მოველი, ეს ჩემი მოსაზრებაა, რომ გრიპის ეპიდემიის ტალღა ისეთი ძლიერი არ იქნება წელს, როგორც იყო შარშან-შარშანწინ. მიზეზი ის, რომ ის რეგულაციები და ის პრევენციული ღონისძიებები, რაც გაწერილია კოვიდისთვის და რასაც ხალხი შეიძლება იდეალურად არა, მაგრამ მაინც ასრულებს ის ავტომატურად გრიპის საწინააღმდეგოდაც მუშაობს. აბსოლუტურად ერთიდაიგივეა გრიპის და კოვიდის პრევენციისთვის საჭირო პრევენციული ზომები და შეზღუდვები. და თუ ეს ასე თუ ისე კოვიდს აკავებს, გრიპსაც შეაკავებს რაღაც დონეზე ესე იგი.

თან, შარშან თუ ხალხი გრიპის ვაქცინაციას არ იკარებდა იმიტომ, რომ არხეინად იყვნენ, წელს სწორედ მაგიტომ, რომ კოვიდის და გრიპის თანხვედრამ შესაძლოა მათ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას, დამიჯერეთ ვაქცინას გაიკეთებს გაცილებით მეტი ადამიანი.

წელს არის შექმნილი წინაპირობა, რომ გრიპის შემთხვევების რაოდენობა და გრიპის სიმძიმე იყოს ნაკლები ვიდრე შარშან.

ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ გრიპის ვაქცინაციის საშუალება სავალდებულო უნდა იყოს წელს, როცა არის რისკი ამ ორი ინფექციის თანხვედრის," - აცხადებს "ღამის კურიერის" ეთერში თენგიზ ცერცვაძე.

დღის ამბები