"ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და "ლელოს" ლიდერები ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობენ. ისინი ამჯერად იმერეთში, ბაღდათში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ანა ბიბილაშვილი წარუდგინეს.
"არაჩვეულებრივ ხალხს შევხვდით ბაღდათში, მშრომელ ხალხს. ძალიან მძიმე მდგომარეობაა აქაც, არ არის წყალი, არ არის გზა, არ არის ინფრასტრუქტურა და ხალხს ამოუვიდა კისერში ის დაპირებები, რომელიც არავინ არ შეუსრულა მათ. ჩვენ დაპირებებით არ მოვდივართ, ჩვენ მოვდივართ კონკრეტული პროგრამით,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.