25 აპრილი 2024,   07:58
ვრცლად
კასპში ხელოსანმა დამკვეთი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა, მისი მეგობარი კი დაჭრა

კიდევ ერთი მკვლელობა შიდა ქართლში. შემთხვევა ქალაქ კასპში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ხელოსანმა დამკვეთი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა, ხოლო მისი მეგობარი დაჭრა.

უცნობია რა გახდა კონფლიქტის მიზეზი მხარეებს შორის. ცნობილია, რომ ეჭვმიტანილი მანქანების ხელოსანი იყო ხოლო გარდაცვლილი მისი კლიენტი.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. შს სამინისტრომ კასპში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო.

დღის ამბები