19 ნოემბერი 2024,   03:21
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილის საქმზე საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე დავით ფურცხვანიძე იკითხება

საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე, ამ წუთებში, დავით ფურცხვანიძე იკითხება. ის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამომძიებლების კითხვებს უპასუხებს.

დავით ფურცხვანიძე ის პირია, ვისგანაც მიხეილ რამიშვილმა ე.წ.ი "სატელიტის ფოტოები" მიიღო.

როგორც რამიშვილი ამტკიცებდა, ფოტოების მიხედვით დასტურდებოდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იმ ადგილას არ იყო, სადაც ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს, თუმცა პროკურატურის განცხადებით, ფოტომასალები გაყალბებულია.

დღეს ფურცხვანიძეს ამ საკითხზე მოუწევს საუბარი. ის ამბობს, რომ კადრები მას წყარომ მიაწოდა, თუმცა, მის დასახელებას არ აპირებს.

"მე მაქვს ანალიტიკური სააგენტო, რომელიც აკეთებს გარკვეულ მოკვლევებს, იძიებს ამა, თუ იმ კანონდარღვევით მიმდინარე პროცესებს საერთაშორისო ფორმატში. ფოტოები გადაგზავნილი ჩემგან იყო... ახლა ის დასკვნა, რასაც პროკურატურა დებს, ჩვენ უნდა გამოვითხოვოთ ის დასკვნა და მაგისი ალტერნატიულ ექსპერტიზა უნდა ჩავატაროთ. თამარი იყო ის სპეციალისტი, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა ძალიან სერიოზულ და მნიშვნელოვან ინფორმაციაზე და თვითონაც იყო ინფორმაციის მატარებელი და მაგის გარდა, ძალან კარგი სისტემატიკოსი იყო," - განაცხადა დავით ფურცხვანიძემ.  

დღის ამბები