26 აპრილი 2024,   23:41
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მსოფლიოში 31 მილიონს გადააჭარბა - ევროპაში აკრძალვები მკაცრდება

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მსოფლიოში 31 მილიონს გადააჭარბა, მათგან 7 მილიონზე მეტი შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში დასტურდება.

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა ევროპის ქვეყნებში. დღეიდან საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდება მადრიდსა და მის შემოგარენში.

"კოვიდ-19"-ის შემთხვევების მატების გამო აკრძალვები წესდება ათენშიც, სადაც იხურება კინოთეატრები და საკონცერტო დარბაზები, ასევე, აიკრძალება 9 ადამიანზე მეტის შეკრება.

კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვიან დიდ ბრიტანეთშიც, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს.

კოვიდინფექციის შედეგად ფატალური შემთხვევების რიცხვი იზრდება საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოებში. ბოლო 24 საათში "კოვიდ-19"-ს რუსეთში 79, თურქეთში 61, სომხეთში 2, აზერბაიჯანში კი 1 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები