დღეიდან საქართველოდან ლიეტუვაში ჩასული მგზავრები 14 დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან. ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, მგზავრებმა ქვეყნის საზღვარზე ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხიც უნდა წარადგინონ. გარდა ამისა, ყველა მგზავრი ვალდებულია შეავსოს ლიეტუვის ეროვნული ჯანმრთელობის ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული სპეციალური ელექტრონული ანკეტა და მიღებული დასტური (ე.წ. QR კოდი) სატრანსპორტო საშუალებაში ჩასხდომის დროს წარადგინოს.
საქართველოდან ჩასული მგზავრებისთვის 10 დღიანი თვითიზოლაციის ვალდებულება 19 სექტემბერიდან უკვე დააწესა ლატვიამ. ორივე ქვეყანაში შეზღუდვები იმ სახელმწიფოებს დაუწესდა, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ვირუსის გავრცელების ნიშნული 100 000 მოსახლეზე 25 შემთხვევას აღემატება.