20 აპრილი 2024,   17:40
ვრცლად
კორონავირუსით გარდაცვლილი მეოცე პაციენტი ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" გადიოდა მკურნალობას - პაციენტი აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი მეოცე პაციენტი ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" გადიოდა მკურნალობას.

გიორგიძის თქმით, პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი და მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმედ ფასდებოდა.

"გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა კლინიკა "ბომონდში". ეს პაციენტი იყო გადმოყვანილი აფხაზეთის რეგიონიდან. პაციენტი, როდესაც გადმოიყვანეს საქართველოში უკვე იყო ძალიან მძიმედ. საჭიროებდა მართვით სუნთქვას. როგორც გვაქვს ინფორმაცია უკვე იყო დადასტურებული კოვიდი იქ, აფხაზეთის ტერიტორიაზე. მაქსიმალური რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო პაციენტის სიმძიმიდან გამომდინარე, გაკეთდა, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გვაქვს მატება სამწუხაროდ შემთხვევების, ამ ეტაპისთვის ვახერხებთ იმას, რომ სიტუაცია მაქსიმალურად ვაკონტროლოთ და ყველა შემთხვევების იდენტიფიკაცია მოვახდინოთ, რაშიც ადგილობრივი თვითმმართველობა გვეხმარება. შექმნილია ოპერატიული მოქმედების შტაბი, ხდება პრაქტიკულად პროცესების მართვა. მატება გვაქვს, მაგრამ მართვადი.," - განაცხადა გოჩა გიორგიძემ.

დღის ამბები